აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა რესპუბლიკელ ლიდერებთან უშედეგოდ დასრულდა. უკვე მესამე დღეა აშშ-ის ფედერალური უწყებების დიდი ნაწილი აღარ ფუნქციონირებს იმის გამო, რომ კონგრესში ვერ მოხერხდა თანხმობის მიღწევა დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტზე. 2 ოქტომბრის მოლაპარაკებების შემდეგ რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა ერთმანეთი სიხისტეში დაადანაშაულეს. ფედერალური უწყებების ასეულობით ათასი თანამშრომელი უხელფასოდ გაურკვეველი დროით სახლებში გაუშვეს. ოთხშაბათის მოლაპარაკებებამდე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის რესპუბლიკელებთან შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუკი ისინი მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, რომელიც გააუქმებს მთავრობისთვის ვალის აღებაზე დაწესებულ 16,7 ტრილიონი დოლარის ლიმიტს.
ყველაზე პოპულარული
1