Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ვერ თანხმდებიან ფედერალური უწყებების ასამოქმედებელ ზომებზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ოპოზიციონერი რესპუბლიკელები ვერ შეთანხმდნენ ზომებზე დახურული ფედერალური უწყებების ისევ ასამოქმედებლად. ეს უწყებები უკვე მესამე დღეა, დახურული რჩება. ოთხშაბათს გამართული მოლაპარაკების შემდეგ, რესპუბლიკელების ლიდერებმა და ობამას დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს კომპრომისზე და გამოსავლის ძიებაზე უარის თქმაში. ფედერალური უწყებების დახურვის შედეგად იძულებით უხელფასო შვებულებაშია ასიათასობით დასაქმებული, დახურულია ეროვნული პარკები და მონუმენტები. ოთხშაბათს რესპუბლიკელებთან შეხვედრის დაწყებამდე, ობამამ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არ მოელაპარაკება რესპუბლიკელებს, სანამ ისინი მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს შეერთებული შტატების ვალზე დაწესებული ლიმიტის გაზრდის შესახებ, რაც აუცილებელია მთავრობის მუშაობის დასაფინანსებლად.
XS
SM
MD
LG