Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშნალმა“ სინდისის პატიმრებად სცნო რუსეთში ბრალდებული კიდევ სამი პირი


უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალმა“ სინდისის პატიმრებად აღიარა რუსეთში „ბოლოტნაიას საქმეზე“ ბრალდებული სამი პირი: ვლადიმირ აკიმენკოვი, არტიომ საველოვი და მიხაილ კოსენკო. ისინი დაპატიმრებული იქნენ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 6 მაისს მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე ჩატარებულ საპროტესტო აქციაში. რუსეთში „ამნესტი ინტერნეიშნალის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიტინის განცხადებით, უფლებადამცველები აკვირდებიან „ბოლოტნაიას“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს და აქამდე ვერ მიაკვლიეს მტკიცებულებებს, რომ აკიმენკოვი, საველოვი და კოსენკო ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ. „ამნესტი“ გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებული ეს პირები და სხვებიც, ვისაც არ მიუმართავს ძალადობისათვის და არ დაურღვევია კანონი. აქამდე „ამნესტის“ სინდისის პატიმრებად ცნო კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელები მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი, პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები, ოპოზიციონერები ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი.
XS
SM
MD
LG