რუსეთში მეკობრეობის ბრალდება წაუყენეს გარემოსდამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ 30-ვე აქტივისტს, რომელიც 19 სექტემბერს არქტიკაში დააკავეს, „გაზპრომის“ წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისას. „გრინპისის“ პროტესტს იწვევს არქტიკაში ნავთობის მოსაპოვებლად დაწყებული სამუშაოები. ქალაქ მურმანსკში გამომძიებლებმა ხუთშაბათს ბრალდებები წაუყენეს 16 აქტივისტს, რაც ერთ დღეში მოჰყვა ბრალდებების წაყენებას „გრინპისის“ 14 წარმომადგენლისათვის. ბრალდებულთაგან ოთხი პირი რუსეთის მოქალაქეა, დანარჩენები კი უცხოელები არიან. უფლებადამცველი ორგანიზაციები აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყველაზე პოპულარული
1