Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში მომხდარ ინციდენტში პოლიციელებმა მოკლეს ქალი


ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვის რაიონში, 3 ოქტომბერს მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც მოკლულ იქნა ქალი და დაიჭრა ორი პოლიციელი. ინციდენტი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და დაიწყო იმით, რომ მსუბუქმა ავტომანქანამ თეთრ სახლთან დამონტაჟებული ერთ-ერთი დამცავი ზღუდის გარღვევა სცადა. ამის შემდეგ მძღოლმა მანქანა დაძრა და დიდი სიჩქარით განაგრძო სვლა პენსილვანიის ავენიუზე, რომელიც თეთრი სახლიდან კონგრესის შენობისკენ მიემართება. პოლიციელებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა საჭესთან მჯდომი ქალი. მის გარდა მანქანაში იმყოფებოდა ერთი წლის ბავშვი, რომელიც არ დაშავებულა. ქალის ამგვარი მოქმედების მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ სამართალდამცველებმა უკვე გამორიცხეს ტერაქტის ვერსია. მოკლული შეიარაღებული არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG