Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აკრიტიკებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს


ჩრდილოეთ კორეის სამხედრო წარმომადგენლები სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, პარკ გეუნ-ჰის ადანაშაულებენ რეგიონის სახიფათო „კონფრონტაციისაკენ“ წაყვანაში. ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, მცდელობა, ფხენიანს ბირთვული იარაღის დემონტაჟი აიძულონ იგივეა, რაც „საკუთარი საფლავების ამოთხრა“. ეს განცხადება ორ დღეში გაკეთდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა სეულში ხელი მოაწერეს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ზომებს ჩრდილოეთ კორეიდან ბირთვული ან ქიმიური იარაღით თავდასხმის შემთხვევაში. ორ კორეას შორის დაძაბულობა გამწვავდა თებერვალში ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარების შემდეგ.
XS
SM
MD
LG