Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაიწყო ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიება


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო პატიმრობაში მყოფი, თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას შეხვედრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის განმარტებით, "გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული ბაჩანა ახალაიას და ცალკეული პირების შეხვედრებსა და საუბარს." ჩანაწერები, რომლებიც გამოძიების საფუძვლად იქცა, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.
XS
SM
MD
LG