Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესა საქართველოდან ირანელი ბიზნესმენების გაქცევაზე წერს


საქართველო უკვე დატოვა 1 700-მა ირანელმა მეწარმემ, რომელთაც შეაჩერეს სხვადასხვა პროექტები, საქართველოს ბანკებში კი ირანელების 150-ზე მეტი საბანკო ანგარიში გაიყინა, - ამბობს ქართულ-ირანული ბიზნეს თანამშრომლობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაჰმუდ დავარი რუსულ გამოცემა "იზვესტიასთან" საუბარში. დავარის თქმით ამის მიზეზი ის არის, რომ ივლისის დასაწყისში საქართველომ ცალმხრივად გააუქმა ირანთან უვიზო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის მოწესრიგების მიზნით ახსნა, ექსპერტები ამაში ვაშინგტონის მოთხოვნას ხედავენ", - წერს "იზვესტია". რუსული გამოცემას მოჰყავს ასევე საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას კომენტარი. გვასალიას თქმით, მას შემდეგ რაც საზღვარგარეთ შეიტყვეს იმის შესახებ, რომ ირანელი მოქალაქეები საქართველოში საბანკო ოპერაციებს ახორციელებდნენ, გაჩნდა ეჭვი, რომ ფულის გათეთრება ხდებოდა. როგორც "იზვესტიას" საქართველოში ირანის საელჩოში განუცხადეს, ამ ეტაპზე არ შეინიშნება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის დაცემა, რომელიც 120 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა, რუსული გამოცემა იმასაც წერს, საქართველოში მაინც აქვთ ირანთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნების იმედები.
XS
SM
MD
LG