აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ორი რეიდი ჩაატარა აფრიკის კონტინენტზე ისლამისტი ლიდერების წინააღმდეგ. პენტაგონის თანახმად, აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ლიბიაში შეიპყრო ნაზირ აბდულ ჰამედ ალ რუქაი, რომელიც ანას ალ ლიბის სახელით იმალებოდა. მასზე აშშ-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოების აფეთქების მოწყობისთვის, რასაც 224 კაცი შეეწირა. ალ ლიბის ნათესავები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი შაბათს მისი საცხოვრებელი სახლის გარეთ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში დააკავეს. სომალიში კი აშშ-ის სპეცრაზმმა რეიდი განახორციელა ექსტრემისტული დაჯგუფება ალ შაბაბის ლიდერის შესაპყრობად, თუმცა, მიზანს ვე მიაღწია. სომალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „უცხო ძალამ“, რომელიც შვეულმფრენმა გადასხა, შაბათს იერიში განახორციელა ქალაქ ბარავეში, სადაც ალ შაბაბის ერთ-ერთ შტაბია განხორციელებული. აღნიშნულ სპეცოპერაციამდე ორი კვირით ადრე ალ შაბაბის ექსტრემისტებმა სულ მცირე 67 კაცი მოკლეს ნაირობის სავაჭრო ცენტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
ყველაზე პოპულარული
1