გერმანიის სამხედრო სარდლობამ მისი უმთავრესი სამხედრო ბაზა სამართავად ჩრდილო ავღანეთის ადგილობრივ უშიშროების ძალებს გადასცა. ყუნდუზის პროვინციაში მომხდარი გადაბარება შემადგენელი ნაწილია იმ პროცესისას, რაც მომავალი წლის ბოლოსათვის დასავლეთის კოალიციური ძალების საბოლოო გასვლით უნდა დასრულდეს. ბაზის გადაცემის ცერემონიაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თომას დე მეზერმა აღნიშნა, რომ 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ყუნდუზის პროვინციამ ყველა სხვა ადგილზე უფრო მეტად შეუწყო ხელი გერმანელი ჯარისკაცების ფორმირებას. „აქ ისინი აშენებდნენ, იბრძოდნენ, გლოვობდნენ და ანუგეშებდნენ, ეცემოდნენ და კვდებოდნენ“, -დასძინა გერმანელმა მინისტრმა. ყუნდუზში სამხედრო მისია 20 ათასზე მეტმა გერმანელმა ჯარისკაცმა შეასრულა. გერმანიის ქვედანაყოფმა ავღანეთში 52 ჯარისკაცი დაკარგა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მიერ საბრძოლო ოპერაციებში გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლია.
ყველაზე პოპულარული
1