Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა რუს სამხედრო მფრინავზე „სრულ ინფორმაციას“ ელოდება


"გავეცანით ტელეკომპანია "როსიას" სიუჟეტს. შევეცდებით ოპერატიულად მივიღოთ სრული ინფორმაცია და ამის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. ასე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირის", რუსი სამხედრო მფრინავის, ივან ნიჩაევის დასახელებას გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, ჩამოაგდეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვითმფრინავის დაშვება შეძლო. როგორც ივან ნიჩაევი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს, თუმცა გარკვეული მღელვარებაც აქვს. "ეს არის დიდი ისტორიული მომენტი ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში",-განაცხადა მფრინავმა.
XS
SM
MD
LG