Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დაიღუპა სულ ცოტა ორი ადამიანი დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად


სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა დღეს პაკისტანში აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ პეშავარში პოლიომიელიტის ვაქცინაციის ჯგუფის ახლოს. ზოგიერთი სააგენტო 6 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. თავდამსხმელთა სამიზნე, სავარაუდოდ, იყო პოლიცია, რომლის მოვალეობაც ვაქცინაციის ჯგუფის დაცვა იყო. აფეთქება მოხდა გაეროს მიერ მხარდაჭერილი ვაქცინაციის კამპანიის მესამე, ბოლო დღეს. მიმდინარე წელს ამავე არეალში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ორი ჯანდაცვის მუშაკი ქალი, რომელიც პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობდა. ჯანდაცვის მუშაკები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის სამიზნეები პაკისტანში, რადგან თალიბანი გმობს ვაქცინაციას და აცხადებს, რომ ამ გზით დასავლეთი მუსულმანთა სტერილიზაციას ახორციელებს. პოლიომიელიტის აღმოფხვრის გლობალური ინიციატივის ინფორმაციით, გასულ კვირაში პაკისტანში პოლიომიელიტის 8 ახალი შემთხვევა აღინუსხა.
XS
SM
MD
LG