Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის ინდონეზიაში შეხვედრა სირიას მიეძღვნა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ინდონეზიაში აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს და სირიის საკითხზე იმსჯელეს. კერიმ განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების დაწყება „კარგი დასაწყისია“ და რომ დასაფასებელია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ კერისა და ლავროვის შეთანხმების პატივისცემა. სახელმწიფო მდივნის თანახმად, ის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სირიის სამშვიდობო კონფერენციის თარიღი რაც შეიძლება მალე დაზუსტდეს. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი გააკეთებს „ყველაფერს“, რომ ბაშარ ასადმა ბოლომდე შეასრულოს გაეროს რეზოლუცია სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ.
XS
SM
MD
LG