Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ჩვენი არჩევანი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვილნიუსის სამიტის მოახლოების ფონზე საქართველოში პრობლემების შექმნას არ გამორიცხავს. დავით უსუფაშვილი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ საქართველოს გარშემო ყველა ქვეყანას ვილნიუსის სამიტზე საქართველოს წარმატება არ უხარია. აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა პარლამენტში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გააკეთა. "თქვენ იცით, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველოს წარმატება ყველა ქვეყანას ჩვენს გარშემო არ სურს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ის ქვეყნები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის ემზადებოდნენ, ბოლო მომენტში სერიოზულ ზეწოლას განიცდიან. ჩვენ თავადაც და ჩვენი მეგობრები მზად უნდა იყვნენ შესაძლო პრობლემებისთვის; იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ვერ შეაფერხოს ვინმემ. ჩვენ ჩვენი არჩევანი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG