Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ბრუნვაში შედის ახალი 100-დოლარიანი კუპიურა


8 ოქტომბრიდან შეერთებულ შტატებში ბრუნვაში შედის ახალი 100-დოლარიანი კუპიურა. ახალი ბანკნოტი დამატებითი დამცავი დეტალებით აღიჭურვა, მათ შორისაა ცისფერი სამგანზომილებიანი ჰოლოგრამული ზოლი. ბანკნოტის სხვადასხვა მხარეს დახრის დროს, იცვლება ზოგიერთი გამოსახულება, ხოლო ერთ-ერთი დამცავი ზოლი, ულტრაიისფერი დასხივებისას ვარდისფერ შეფერილობას იღებს. ახალი ბანკნოტების ბრუნვაში გაშვება ჯერ კიდევ 2011 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო.
XS
SM
MD
LG