Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთსა და აშშ-ს "ერთნაირად ესმით", რა უნდა გაკეთდეს სირიაში


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს "ერთნაირად ესმით", რა უნდა გაკეთდეს სირიაში. ამის შესახებ პუტინმა ინდონეზიაში უთხრა ჟურნალისტებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა გაიმართა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად. პუტინმა დადებითად შეაფასა შეერთებული შტატების პოზიცია და გამოთქვა რწმენა, რომ ექსპერტები შეძლებენ, ერთ წელიწადში დაასრულონ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი. მისივე თქმით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი „ძალიან აქტიურად“ თანამშრომლობს ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტებთან. პუტინი შეეხო ასევე იაპონიასთან რუსეთის ურთიერთობის საკითხს, კერძოდ, სამშვიდობო ხელშეკრულების დადების პერსპექტივას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჯერ უნდა შეიქმნა მეგობრის იმიჯი, რომელიც მტრის იმიჯს ჩაენაცვლება.
XS
SM
MD
LG