Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბოლოტნაიას მოედანზე დაკავებული ერთ-ერთი პირი


მოსკოვში სასამართლომ დამნაშავედ ცნო მიხაილ კოსენკო - 2012 წლის მაისში მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე დემონსტრაციაში მონაწილეობისას დაკავებული პირი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. მას შეეფარდა იძულებით მკურნალობა ფსიქიატრიულ კლინიკაში. კოსენკო ბრალდებას უარყოფს. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნალმა“ გასულ კვირაში „სინდისის პატიმრებად“ ცნო კოსენკო და ბოლოტნაიას მოედანზე დაპატიმრებული კიდევ ორი დემონსტრანტი, არტიომ სავიოლოვი და ვლადიმირ აკიმენკოვი. კოსენკო ამტკიცებს, რომ ბოლოტნაიაზე დაპირისპირება პოლიციელებმა დაიწყეს. ჯერ არ დასრულებულა ამ დემონსტრაციის დროს დაპატიმრებული კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი.
XS
SM
MD
LG