აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, სამთავრობო უწყებების ნაწილობრივი დახურვა, რომელიც საბიუჯეტო კრიზისს მოჰყვა, ზიანს აყენებს ქვეყნის სანდოობას მთელი მსოფლიოს თვალში. კრიზისის მერვე დღეს, თეთრ სახლში გამოსვლისას, ობამამ დასძინა, რომ მთავრობის ფუნქციონირება განყენებული საკითხია და არ უნდა განიხილებოდეს რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოებების კონტექსტში. გასულ სამშაბათს აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ 700 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ამის მიზეზი გახდა კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიუღწეველი შეთანხმება ბიუჯეტის კანონპროექტზე.
ყველაზე პოპულარული
1