Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია


დღეს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებია. მოელიან, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იოლად მოიპოვებს გამარჯვებას და მესამე ვადით დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მარგინალიზებული ოპოზიციის პირობებში, ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ილჰამ ალიევმა დიდი უპირატესობით არ გაიმარჯვოს. ოპოზიციის კანდიდატ კამილ ჰასანლის მომხრეები პრეზიდენტ ალიევის რეჟიმს კორუფციასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მომხრეები კი თვლიან, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარება არის იმის დასტური, რომ ალიევი კვლავ იმსახურებს პრეზიდენტობას. ხუთი წლის წინანდელ არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ილჰამ ალიევს ხმა მისცა ამომრჩეველთა თითქმის 90%-მა. დასავლელმა მეთვალყურეებმა მკაცრად გააკრიტიკეს არჩევნები და განაცხადეს, რომ ის არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
XS
SM
MD
LG