აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს დაასახელებს აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ვინაობას. ცნობილია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის მომავალი ხელმძღვანელი იქნება ჯანეტ იელენი. ის 67 წლის არის და უკვე სამი წელია ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილეა. იელენი იქნება ფედერალური სარეზერვო ბანკის პირველი ქალი თავმჯდომარე. ისევე, როგორც ახლანდელი თავმჯდომარე ბენ ბერნანკე, იელენიც „რბილი“ ფინანსური პოლიტიკის მომხრეა, რაც ეკონომიკის ზრდის დაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებით ხელშეწყობას გულისხმობს. იელენის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ყველაზე პოპულარული
1