Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შესაძლოა, ახალი ბრალდებები წაუყენონ "გრინპისის" აქტივისტებს


გარემოს დამცველ ორგანიზაცია "გრინპისის" რუსეთში დაკავებულ აქტივისტებს შესაძლოა, ახალი ბრალდებები წაუყენონ, მათ შორის ნარკოტიკების უკანონოდ ფლობის ბრალდება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გამომძიებლები ამოწმებენ „გრინპისის“ ხომალდზე ნაპოვნ აღჭურვილობას და ნარკოტიკულ საშუალებებს. ცნობილი გარემოს დამცველი ორგანიზაციის 30 აქტივისტი 19 სექტემბერს დააკავეს არქტიკაში, კომპანია "გაზპრომის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ჩატარებისას. გასულ კვირაში მათ მეკობრეობის ბრალდება წაუყენეს, რასაც შესაძლოა, მათთვის 15 წლამდე პატიმრობის მისჯა მოჰყვეს. „გრინპისის“ ლიდერმა კუმი ნაიდუმ დღეს რუსეთის პრეზიდენტს მიმართა შეხვედრის თხოვნით აქტივისტების დაპატიმრების გამო. უფლებადამცველები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG