Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადი აცხადებს, რომ გაათავისუფლა ავღანელი თალიბების ლიდერი


პაკისტანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს არ შეუსრულებია დაპირება, რომ გაათავისუფლებდა ავღანელი თალიბების ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს, მოლა აბდულ ღანი ბარადარს. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის დღევანდელი განცხადებით, მოლა აბდულ ღანი ბარადარი თავისუფალია და შეუძლია შეხვდეს ნებისმიერ პირს, ავღანეთში შერიგების საქმის ხელშესაწყობად. ეს გამოხმაურება მოჰყვა ავღანელი თალიბების წარმომადგენლის ასევე დღევანდელ განცხადებას, რომ ბარადარი ჯერ კიდევ ციხეშია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ავღანეთში ბევრს მიაჩნია ბარადარი საკვანძო ფიგურად ავღანელ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების გზაზე. პაკისტანმა სექტემბრის შუა რიცხვებში გააკეთა განცხადება ბარადარის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მას შემდეგ არაფერი უთქვამს მის ადგილსამყოფელზე. ბარადარი 2010 წელს დააპატიმრეს სამხრეთ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში.
XS
SM
MD
LG