Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას პირობად უყენებს ტიმოშენკოს გათავისუფლებას


ევროკავშირმა უკრაინა გააფრთხილა, რომ უნდა გაათავისუფლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო, თუ სურს იმის უზრუნველყოფა, რომ ნოემბერში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ამ საკითხს დღეს კიევში გამართულ დისკუსიაზე შეეხო ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე. მისივე თქმით, კიევმა ჯერ უნდა აჩვენოს თვალსაჩინო პროგრესი საარჩევნო კანონის და სამართლებრივი უწყებების რეფორმის კუთხით. ტიმოშენკოს 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს. ევროკავშირი დიდი ხანია, ითხოვს მის გათავისუფლებას და უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას.
XS
SM
MD
LG