Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული


ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ "ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული." ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი არჩევნების გაყალბების საბაბით 28 ოქტომბერს დაიწყება. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პირველ ყოვლისა პოლიციელებს მოუწოდებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის საშუალება. ვანო მერაბიშვილის განცხადებას ”ბოდვა” უწოდეს ნინო ბურჯანაძის პარტია ”დემოკრატიულ მოძრაობაში."
XS
SM
MD
LG