Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე მერაბიშვილის განცხადებას „დეზინფორმაციას“ უწოდებს


დემოკრატიული მოძრაობისა და სახალხო კრების ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მიერ მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას "დეზინფორმაციას" უწოდებს. პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული”. ნინო ბურჯანაძე მერაბიშვილს დეზინფორმაციაში დებს ბრალს და აცხადებს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვებს შემთხვევაში „ვანო მერაბიშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც და მათი მეგობრებიც კარგა ხნით, მყარად ჩაჯდებიან ციხეში“. როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მერაბიშვილის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ბურჯანაძის ხელით“ არეულობა 28 ოქტომბერს დაიწყება. „ რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში. ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გარდა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას შეეხება. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში მერაბიშვილის თავისუფლების აღკვეთას 7-დან 12 წლამდე ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG