Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: ავღანეთი და აშშ ახლოს არიან ახალ შეთანხმებასთან


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შაბათს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ახლოს არიან ახალი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებასთან, მაგრამ მოუგვარებელი რჩება ერთი საკითხი. კარაზაიმ შაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ეს ერთი საკითხი არის ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების იმუნიტეტი. ამასთან, კარზაიმ აღნიშნა, რომ ჯონ კერისთან შაბათს შეხვედრისას „მთელ რიგ შეთანხმებებს“ მიაღწიეს. მოლაპარაკების მიზანია, გაფორმდეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ორხმრივი ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების როლს 2014 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ავღანეთს დატოვებენ უცხოელი სამხედროების საბრძოლო შენაერთები. ქაბულში შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე კარზაიმ აღნიშნა, რომ იმუნიტეტის საკითხი სცდება მის უფლებამოსილებას და უნდა გადაწყდეს ლოია ჯირგის - ავღანელთა ტრადიციული თავყრილობის მიერ.
XS
SM
MD
LG