Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო მუსლიმთა რელიგიური დღესასწაული - ჰაჯი


დღეს დაიწყო მუსლიმების ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული - ჰაჯი. სავარაუდოდ, ორ მილიონამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას მექისაკენ მსვლელობაში. წლევანდელ დღესასწაულს ჩრდილს აყენებს შეშფოთება „MERS“-ად წოდებული ვირუსით საუდის არაბეთში ინფიცირების საფრთხის გამო. მსოფლიოში ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების უმრავლესობა (60-დან 51) საუდის არაბეთშია აღრიცხული. შიშობენ, რომ მექაში მთელი მსოფლიოდან ჩასულმა მომლოცველებმა შესაძლოა, შინ ჩაიტანონ ვირუსი. MERS-ი მიჩნეულია ჯანმრთელობისათვის უფრო სახიფათოდ, ვიდრე SARS-ი, რომელმაც 2003 წელს აზიაში რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, MERS-ი ნაკლებად იოლად ვრცელდება.
XS
SM
MD
LG