Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი დეპუტატები მონაწილეობენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში


ქართველი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში, 13-15 ოქტომბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე; საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძის სამდივნოდან აცნობეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიასა და საერთაშორისო უსაფრთხოების სხვა საკითხებზე დებატების ჩასატარებლად იკრიბება. ასამბლეის მუშაობაში 50 ქვეყნის 200-მდე პარლამენტარი მონაწილეობს. კონფერენციას ჩერნოგორიას პარლამენტი მასპინძლობს.
XS
SM
MD
LG