„საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ პირობა, რომ საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზს გადახედავს“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მენო შნელი ამ პროგნოზით თავადაც გაკვირვებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეუმცირა. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ პროგნოზებზე, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც გაირკვა, იგი თავადაც გაკვირვებულია ამგვარი პროგნოზით და მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნული შეფასება გადაიხედება", - განაცხადა ხადურმა. მენო შნელის თქმით კი, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარების პერსპექტივებზე.
ყველაზე პოპულარული
1