Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჩამჩირის რაიონში მიაგნეს დაკარგული რუსი ბიზნესმენის და მისი მეგობრის გვამებს


ოჩამჩირის რაონის აძიუჟბას თემში, სოფელ ახალდაბაში, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მიაგნეს ერთი წლის წინ დაკარგული რუსი ბიზნესმენის და მისი მეგობარი ქალის გვამებს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის თანახმად, სერგეი კლემანტოვიჩის და მისი მეგობრის გვამები ნახეს სოფელში, ჭაში. ოთხი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს, როგორც მკვლელობაში ევჭმიტანილი. პროკურატურის თანახმად, სოხუმში რუსეთის საკონსულოს პირველი მდივანი, დმიტრი ვიშერნიოვი კლემანტოვიჩის ძებნაში იყო გარეული. ვიშერნიოვი და მისი ცოლი სოხუმში სექტემბერში დახოცეს. რუსეთმა გამოაცხადა ადრე, რომ ვიშნერიოვის საქმეში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი, იუსუპ ლაკაევი.
XS
SM
MD
LG