Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მეცნიერთა და სტუდენტთა თავისუფლებას უჭერს მხარს


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი მოწოდებით გამოვიდა, მიეცეთ მეცნიერებს და სტუდენტებს მეტი თავისუფლება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო შეხვედრებში. თეირანის უნივერსიტეტში გამოსვლისას, როჰანიმ თქვა, რომ „სირცხვილია“, როცა სტუდენიტებს და პროფესორებს „არ აქვთ თავიანთი თვალსაზრისის გამოხატვის შესაძლებლობა“. მან მოუწოდა უშიშროების უწყებებს, სხვათა შორის დაზვერვის სამინისტროს, ხელი არ შეუშალოს მეცნიერებს საერთაშორისო კონფრენციებში მონაწილეობისას. გასულ წლებში ათეულობით სტუდენტს და პროფესორს აეკრძალა უნივერსიტეტებში სწავლა და მუშაობა, უცხოეთში შეხვედრებზე დასწრების გამო. როჰანიმ თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია არ შეეგუება უნივერსიტეტებზე უწყებრივ ზეწოლას. როჰანი ირანის პრეზიდენტი აგვისტოში გახდა. ის გამოვიდა მოწოდებით, მოუხსნან სოციალურ მედიას შეზღუდვები და გააკრიტიკა პოლიცია, ქალთა ჩაცმის ისლამური წესის დამრღვევთა მიმართ ძალადობის გამო.
XS
SM
MD
LG