Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უარი უთხრა გრინპისის გემის კაპიტანს გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებაზე


რუსეთის სასამართლო არ გაათავისუფლებს გირაოს სანაცვლოდ გრინპისის გემის კაპიტანს, რომელიც თავისი ეკიპაჟის 30 წევრთან ერთად დააკავა რუსეთის ხელისუფლებამ არქტიკაში სანავთობო ჭაბურღილის გახვრეტის მიმართ პროტესტის გამო. მურმანსკის სასამართლომ გადაწყვიტა, არ გაუშვას აშშ-ის მოქალაქე პიტერ უილკოქსი, რადგან მას შეუძლია ხელი შეუშალოს გამოძიებას ან მიიმალოს. სასამართლომ ასევე უარი უთხრა განთავისუფლებაზე კიდევ ორ, არგენტინელ და ახალ ზელანდიელ აქტივისტს. გრინპისის გემის ეკიპაჟის წევრებს მეკობრეობაში ედებათ ბრალი და 15 წლიანი სასამართლო ემუქრებათ. კაპიტანი უილკოქსი ვეტერანი აქტივისტია. ის მეთაურობდა გრინპისის გემ „რეინბოუ უორიორს“, როცა ის საფრანგეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშებმა ჩაძირეს ახალ ზელანდიაში, 1985 წელს. გრინპისი საფრანგეთის მიერ ოკეანეთში ბირთვული იარაღის გამოცდის მიმართ პროტესტს გამოხატავდა.
XS
SM
MD
LG