Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სცემეს ნიდერლანდელ დიპლომატს


მოსკოვში სცემეს ნიდელრანდელ დიპლომატს, რუსეთში ნიდერლანდის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ონო ელდერენბოსხს, როცა ის შინ იყო. ცნობების თანახმად, ის სერიოზულად არ დაშავებულა. ინციდენტი დაიწყო იმით, რომ დიპლომატთან ბინაში მივიდა ორი მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ ელექტრიკოსია. ოფიციალური პირების ცნობით, თავდამსხმელებმა გაქცევამდე სარკეზე პომადით დაწერეს „ლგბტ“. ნიდერლანდის საგარეო უწყებამ ჰააგაში რუსეთის ელჩი დაიბარა განმარტების მიღების თხოვნით. ინციდენტი მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მოითხოვა ნიდერლანდისაგან ბოდიშის მოხდა ჰააგაში რუსი დიპლომატის ცემისათვის. ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას ამწვავებს ასევე „გრინპისის“ 30 აქტივისტის დაკავება არქტიკაში, ნიდერლანდის დროშით მცურავ ხომალდზე.
XS
SM
MD
LG