Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს


ჟენევაში დასრულდა ექვსეულის მოლაპარაკებების პირველი დღე ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში ირანმა წარმოადგინა ახალი წინადადებები და მხარეები წინადადებების დეტალურ განხილვას შეუდგნენ. ირანის წარმოამდგენლები და უპირველეს ყოვლისა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. დასავლელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ პირველად ხანგრძლივი იდეოლოგიური კამათის შემდეგ ირანი ჩავიდა ჟენევაში, რათა მოიპოვოს სანქციების შემცირება, რომელთა გამოც, 60 პროცენტით შემცირდა ამ ქვეყნის შემოსავალი ნავთობიდან.
XS
SM
MD
LG