Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებში 144-მდე გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი


ფილიპინებში 144-მდე გაიზარდა სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლი. ოფიციალური პირების ცნობით, დაკარგულად ითვლება 23 ადამიანი. სავარაუდოდ, ისინი დანგრეულ შენობებში არიან მოყოლილი ბოჰოლის პროვინციაში, რომელიც ფილიპინების დედაქალაქის სამხრეთით, 640-მდე კილომეტრში მდებარეობს. დაშავდა 290-მდე პირი. 7,2 სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ფილიპინების ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, სებუს მახლობლად.
XS
SM
MD
LG