Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ჯეი ჯონსონს წარადგენს საშინაო უსაფრთხოების მინისტრის პოსტზე


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სავარაუდოდ, დღეს წარადგენს საშინაო უსაფრთხოების მინისტრის პოსტზე იურისტ ჯეი ჯონსონს. ამის შესახებ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან ამერიკული მედიასაშუალებები. 56 წლის ჯეი ჯონსონი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ამერიკის თავდაცვის სამინისტრიში გენერალური მრჩევლის პოსტს იკავებდა. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ჯონსონი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ბარაკ ობამას ნდობით აღჭურვილი პირია. საშინაო უსაფრთხოების სამინისტრო 2001 წლის 11 სექტემბრიდან რამდენიმე ხანში შეიქმნა. სამინისტროს ფუნქციაში შედის ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტული შეტევების თავიდან აცილება. მინისტრის პოსტი სექტემბრიდან არის ვაკანტური, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ჯანეტ ნაპოლიტანომ.
XS
SM
MD
LG