Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ხუდონჰესის პროექტის პროექტის ლობირებას უარყოფს


განცხადებებს ხუდონჰესის პორექტის ლობირების შესახებ, სიცრუე უწოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა. კახა კალაძის თქმით, მთავრობა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს იცავს. ”ნებისმიერ ჰიდროელექტროსადგურს ვუყურებთ ერთნაირად და მათ აშენებას მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ეკონომიკის განვითარების და დასაქმების პრობლემის გადაჭრისთვის” - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად ”ყიყინებენ,” უშუალოდ მონაწილეობდნენ ხუდონჰესის ხელშეკრულების გაუმჯობესებაში. "შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ოთხი თვის განმავლობაში ელექტროენერგია დარჩება ქვეყანაში, მითითებულია კონკრეტული და ძალიან კარგი ფასი და ამასთან, ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესს მისცემს დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებას” - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG