Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილი: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე აუცილებლად გაიხსნება


ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე აუცილებლად გაიხსნება და ყველას ეცოდინება სრული სიმართლე - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში არსებული ახალი გარემოებების გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე გამოკითხულია ყველა პირი. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ შედეგის პროგნოზირება მისი მხრიდან არამართებული იქნება, ისევე, როგორც გამოძიების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება. დღესვე არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საფრანგეთში ბრალდების მხარდამჭერი მტკიცებულებების გასაგზავნად პრკურატურას 40 დღე აქვს, მაგრამ ამ პროცდეურას სავარაუდოდ ვადამდე დაასრულებს. დავით კეზერაშვილს, რომელიც საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტამდე 40 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევაში, ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის მიღებაში.
XS
SM
MD
LG