რუსეთის ქალაქ მურმანსკის საოლქო სასამართლომ უარყო საჩივრები, რომლებიც უკავშირდებოდა ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „გრინპისის“ აქტივისტების დაპატიმრებას. სასამართლომ გათავისუფლებაზე უარი უთხრა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ალექსანდრა ჰარისს და კანადის მოქალაქეს, „გრინპისის“ კუთნილი ყინულმჭრელის „არქტიკ სანრაიზის“ ბოცმანს ალექსანდერ პოლს. იმავე სასამართლოში გრძელდება მოსმენა კიდევ ორ ანალოგიურ საჩივარზე. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა აქციები „გრინპისის“ დაპატიმრებულ აქტივისტთა გათავისუფლების მოთხოვნით. გუშინ ნობელის პრემიის 11-მა ლაურეატმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა წერილით, რომელშიც სთხოვა მას, არ დაუშვას მეკობრეობის ბრალდების წაყენება „გრინპისის“ 30 დაკავებული წევრისთვის. 30-ვე აქტივისტი, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ არქტიკაში ნავთობის მოსაპოვებლად კომპანია „გაზპრომის“ მიერ წარმოებული სამუშაოების წინააღმდეგ, სექტემბერში დააკავეს არქტიკაში.
ყველაზე პოპულარული
1