Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში პოლიციას შეტაკება მოუხდა მურსის მომხრეებთან


ეგვიპტის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს სტუდენტთა წინააღმდეგ ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტის, მოჰამად მურსის მომხრეთა დემონსტრაციაზე. სამი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა კაიროს ალ-აზჰარის უნივერსიტეტთან არმიის საწინააღმდეგრო გამოსვლაზე. მათ გადაკეტეს გზა, ქვები დაუშინეს პოლიციას. მსხვერპლზე არაფერია ცნობაში ნათქვამი. მურსის დაპატიმრების და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მისი, ასევე მისი გაერთიანების, მუსლიმთა საძმოს ორი ათასამდე წევრის დაპატიმრების შემდეგ გრძელდება გამოსვლები ეგვიპტეში. მურსის სასამართლოს ნოემბერში ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG