Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა იოსიფ ბროზ ტიტოს ქვრივი


გარდაიცვალა იუგოსლავიის ყოფილი დიქტატორის, იოსიფ ბროზ ტიტოს ქვრივი, იოვანკა ბროზი 88 წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა იყო: იოვანკა ბროზი ბელგრადის საავადმყოფოში იწვა აგვისტოს შემდეგ. სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა პატივი მიაგო ბროზს და განაცხადა, „ის იყო ერთ-ერთ უკანასკნელი ყველაზე დასაფასებელი მოწმე ჩვენი ყოფილი ქვეყნის ისტორიისაო“. იოვანკა ბროზი, რომელიც 30 წელიწადი იყო იუგოსლავიის მმართველის ცოლი, თავისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1980 წლიდან იზოლიციაში ცხოვრობდა. ტიტოს მემკვიდრეებმა, ეჭვის გამო, რომ ბროზი გადატრიალებას გეგმავდა, მას ყველა უფლება ჩამოართვეს და ფაქტიურად შინა პატიმრობაში მოათავსეს. ცნობილია, რომ ის მძიმე პირობებში ცხოვრობდა. 2006 წლიდან სერბიის მთავრობამ მას დახმარება შესთავაზა, 2009 წელს სერბიის მოქალაქეობა მიანიჭა და პენსია დაუნიშნა.
XS
SM
MD
LG