Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 5 ადამიანი ემსხვერპლა მატარებლის აფეთქებას


პაკისტანში მატარებლის აფეთქებას სულ ცოტა 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 17. პაკისტანის ბალუჯისტანის პროვინციის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ ბომბი, სავარაუდოდ, ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. მატარებელი - „ჯაფარ ექსპრესი“ ქალაქ რავალპინდიდან ბალუჯისტანის დედაქალაქისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.
XS
SM
MD
LG