Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ბილდტი: ჩვენი დელეგაცია მალე კიშინიოვს, კიევსა და თბილისს ეწვევა


ევროკავშირის დელეგაცია ძალიან მალე მოლდავეთს, უკრაინასა და საქართველოს ესტუმრება, - ამის თაობაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში განაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ყურადღების ცენტრშია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საკითხები და უკრაინა. ევროპარლამენტის მონიტორინგის მისია დღეს კიევში განაახლებს მოლაპარაკებებს უკრაინის მთავრობასთან. „უკრაინა - ყურადღების ცენტრშია. კოქს-კვასნიევსკის მისია მნიშვნელოვანია, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ შეუსრულებელია მისდამი წაყენებული პირობები. ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე რადეკ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მე დაუყოვნებლივ გავემგზავრებით კიშინიოვში, კიევსა და თბილისში, რათა მომდევნო რამდენიმე დღეში გავიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც სამომავლოდ ჩაფიქრებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება,“- განაცხადა ბილდტმა. უკრაინას სურს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ხელი მოაწეროს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ხელმოწერის პირობათა შორის ევროკავშირი აყენებს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის - იულია ტიმოშენკოს საქმის გადაწყვეტას. ასოცირების პარაფირებას მტკიცედ გეგმავენ ვილნიუსში საქართველოც და მოლდავეთიც.
XS
SM
MD
LG