უცნობმა თავდამსხმელებმა პოლიციის 4 ოფიცერი მოკლეს პაკისტანის მშფოთვარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით, მოტოციკლეტზე მსხდომმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის საკონტროლო- გამშვებ პუნქტს. დახოცილი ოფიცრების ნათესავებმა მოგვიანებით, პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ფეშავარზე გამავალი საავტომობილო მაგისტრალი და ბრალს დებდნენ ადგილობრივ ხელისუფლება უმოქმედობაში. პაკისტანის თალიბანი დროგამოშვებით თავს ესხმის პოლიციისა და არმიის საგუშაგოებს. თალიბანის მიერ ორგანიზებული 10-წლიანის ამბოხების განმავლობაში პაკისტანში 50 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1