Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში ჩავიდა ქიმიური იარაღის განადგურებაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი


დამასკში ჩავიდა სირიის ქიმიური იარაღის განადგურებაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიდერლანდელი ზიგრიდ კააგი. ამის შესახებ დღეს განაცხადა გაეროს მხარდაჭერით მოქმედმა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ. კააგი გასულ კვირაში დაინიშნა სირიაში ექსპერტების მისიის ხელმძღვანელად. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას და გაეროს ამჟამად 60-მდე ექსპერტი ჰყავთ გაგზავნილი სირიაში, ქიმიური იარაღის განადგურების პროცესის გასაკონტროლებლად. ორშაბათს გავრცელებული ცნობით, ექსპერტებმა უკვე 17 ობიექტი შეამოწმეს. დამასკის ინფორმაციით, არსებობს სულ 20 ობიექტი. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მართალია, არ დაუსახელებია ზუსტი რიცხვი, მაგრამ აცხადებს, რომ შემოწმება ჩატარდება „20-ზე მეტი ადგილას“.
XS
SM
MD
LG