ევროკავშირის მინისტერიალზე მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთთან მოლაპარაკების ახალი ეტაპის დაწყებას, რაც ნიშნავს, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ განახლდება მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში ჩატარებულ შეხვედრაზე გამოაცხადეს, რომ 5 ნოემბრისთვის დაინიშნა რეგიონალურ პოლიტიკაზე დისკუსიის დაწყება. ეს არის მე-14 პუნქტი სულ 35-პუნქტიან მოლაპარაკებაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს მიეკუთვნება.
ყველაზე პოპულარული
1