Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი და რუსეთი გეგმავენ ურთიერთვაჭრობის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდას


ჩინეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრები, ლი კეციანი და დმიტრი მედვედევი გამოდიან წლიური ურთიერთვაჭრობის 2015 წლამდე 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდისაკენ მოწოდებით. სამშაბათს პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლი კეციანი ამ და უფრო შორს მიმავალ მიზნებს შეეხო: "თუ ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანებთ, ვისარგებლებთ პოტენციალით და ჩვენი შესაძლებლობების ინოვაციას მოვახდენთ, შეგვიძლია გავზარდოთ თანამშრომლობა ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში, მივაღწიოთ არა მარტო 100 მილიარდი დოლარის ურთიერთვაჭრობას 2015 წლამდე, არამედ მას გავცდეთ და წავიდეთ 200 ან 300 მილიარდი დოლარისაკენ“, განაცხადა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გააფორმა 85 მილიარდი დოლარის კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთში ნავთობის ექსპორტს. ამასთან, გრძელდება მოლაპარაკება ჩინეთში გაზის ექსპორტის საკითხზე. მედვედევი დღესვე ხვდება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.
XS
SM
MD
LG