სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გაფართოების კომისარმა, შტეან ფიულემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ გადაწყვეტილებას თითოეული ქვეყანა თვითონვე იღებს. ევროკომისრის თანახმად, ხელშეკრულებები არ არის სუვერენიტეტის ბრიუსელისთვის გადაცემა. პირიქით, თქვა ფიულემ, მათი გზით სუვერენიტეტი ძლიერდება და ასოცირების ხელშეკრულება ევროპული ღირებულებების გამავრცელებელს წარმოადგენს.
ყველაზე პოპულარული
1