Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავენ თეთრ სახლში


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში შეხვდებიან ერთმანეთს. წინასწარი ინფორმაციით, დიალოგი შეეხება აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების მოქმედებას პაკისტანის ტერიტორიაზე, ავღანეთის საკითხს და სავაჭრო ურთიერთობებს. მოელიან, რომ ბარაკ ობამა ნავაზ შარიფს მოსთხოვს გააქტიურებას მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაპარაკია იმ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, რომლებიც პაკისტანი-ავღანეთის საზღვარს კვეთენ და თავს ესხმიან აშშ-ისა და ნატოს სამხედროებს. ნავაზ შარიფი კი ბარაკ ობამას უპილოტო თვითმფრინავების ფრენის შეწყვეტას მოსთხოვს.
XS
SM
MD
LG