Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირიის მეგობართა ჯგუფი" მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს მხარეებს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ დასავლელი და არაბი დიპლომატების აზრით, სირიის მომავალ მთავრობაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ადგილი აღარ იქნება. „სირიის მეგობართა ჯგუფის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შეხვდნენ სირიის ოპოზიციის ლიდერებს იმისათვის, რომ მომავალ თვეში ჟენევაში დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობაზე დაეყოლიებინათ. შეხვედრის შემდეგ უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ სირიის ზომიერმა ოპოზიციამ „თავი ბოლომდე უნდა მიუძღვნას“ მოლაპარაკებებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უმნიშვნელოვანესია“ მხარეები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ასადმა ორშაბათს განაცხადა, რომ 2014 წელს არჩევნებში იყრის კენჭს. სირიის ნაციონალური საბჭო ასადის გადადგომამდე უარს აცხადებს ჟენევაში წასვლაზე. ჟენევის კონფერენცია 23 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG